Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართველი ემიგრანტი, რომლის ნამუშევრები ამერიკაში ეკლესიებს და სახლებს ამშვენებს

თარიღი : 18-12-2019, 13:13 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
"ჩემთვის ხელოვნება ყველაფერია-ენერგია, შინაგანი სამყარო, სული და გული. ხატვისას ბევრი ფერით და დეტალით მინდა გაჩვენოთ სხვა რეალობა. ფუნჯის ხელში აღებისთანავე მეც ვწყდები ამ სამყაროს, რაღაც უცნაურ დინებას მივყვები და თითქოს თავისით იხატება. ეს პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის,"-ამგვარად ხედავს საკუთარ საქმეს ქართველი ემიგრანტი, მხატვარი თამაზ ხარიტონაშვილი.

თამაზ ხარიტონაშვილი თბილისში, ხელოვანების ოჯახში დაიბადა. ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყო. ბავშვობაში აკეთებდა ჩანახატებს და ძერწდა, ზოგჯერ უცნაურ ფიგურებსაც კი. 23 წლის იყო, როდესაც ამერიკაში წავიდა, მისთვის დიდ და უცხო ქვეყანაში.

"იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი. მინდოდა ბევრი გამეკეთებინა. ვგრძნობდი, ჩემში იყო ნიჭი და ეს უნდა გადმომეცა. 23 წლის წამოვედი ამერიკაში. რთული იყო საკმაოდ პატარა ბიჭი დიდ და უცხო ქვეყანაში. ბევრი დაბრკოლება გავიარე, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი შინაგან ძალას და ენერგიას,"- ამბობს მხატვარი.

ნახატების გარდა, ხელოვანმა საკუთარი შინაგანი სამყარო სხვა შემოქმედებითაც გადმოსცა.

"ჩემთვის ემოციურად ისეთივე მძაფრი პროცესია ქანდაკების კეთება, როგორც ხატვა. თავად ვისწავლე ფიგურების და ფორმების ძერწვა. ეგეც, თითქოს კოდირებული იყო ჩემში. ვცდილობ, საკუთარი ხაზი მოვძებნო. მაქვს განსხვავებული ტექნიკა. მოზაიკაც თავად ვისწავლე, შევხედე და ვთქვი, რაც ღმერთის ხელით არ არის შექმნილი, ადამიანს ყოველთვის შეუძლია გააკეთოს. გავცემ დიდ ენერგიას, მაგრამ არასდროს ვიცლები. მუდმივად განახლებადი პროცესია. ჩემი სტილი განსხავვებულია-მუდმივი ძიებაა. აქ უნდა ეძიო სიღრმეები, იგრძნო, რაღაც ეტაპი უნდა იცხოვრო კიდეც ამ ნახატებით. ჩემს ხელოვნებას სიურეალიზმი ქვია. მნახველი აკავშირებს წერტილებს და ხედავს მისთვის მნიშვნელოვანს-სწორედ ესაა ჩემი ფარული გზავნილი," -ამბობს ქართველი მხატვარი.

ქართველი ხელოვანის მიერ გაკეთებული ქანდაკებები, მოზაიკა და ნახატები ამერიკის რამდენიმე შტატში ძალიან ბევრ ეკლესიას, სივრცეს და სახლს ამშვენებს.

"ხელოვნება უკიდეგანო თავისუფლებაა,"- ამბობს მრავალმხრივი შემოქმედი თამაზ ხარიტონაშვილი და კიდევ არა ერთხელ აპირებს, რომ პუბლიკა საკუთარი ნიჭითა და ამ უკიდეგანო თავისუფლების გადმოცემის მანერით გააოცოს.


ნანახია: 1828-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ოჯახში იმედი ჰქონდათ, რომ ხურციძეს თავდებად ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი
Topnews.com.ge-სთან საუბარში ხელოვანები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საკუთარი სიამოვნებისთვის ხატავენ, რადგან შემოქმედ ხალხს

ამინდი