Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რითია სწრაფი კვება მავნებელი

თარიღი : 17-11-2019, 15:59 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დღეს ყველამ კარგად იცის, რომ სწრაფი კვება ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2, ჰიპერტონული დაავადება და ეს იმის გამო, რომ სწრაფი კვებისათვის განკუთვნილ საკვებში უხვადაა ცხიმები, მარილი და შაქარი.

საყურადღებოა, რომ სწრაფი კვება დამნაშავეა სხვა პათოლოგიათა აღმოცენებაშიც, კერძოდ, 13-14 წლის მოზარდებს, რომლებიც რეგულარულად (კვირაში სამჯერ და მეტჯერ) მიირთმევენ "ბურგერებსა" და სხვა "ფასტფუდს", 40 პროცენტით აქვთ გაზრდილი ბრონქული ასთმის განვითარების რისკი იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც ჯანსაღ საკვებს მიირთმევენ. 6-7 წლის ბავშვებთან, რომლებიც ასევე იკვებებიან სწრაფი კვებით, ბრონქული ასთმის განვითარების რისკი 27 პროცენტით იმატებს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ინგლისურმა ფონდმა რამდენიმე წლის წინ გააკეთა განცხადება, რომელშიც აღწერილი იყო სწრაფ კვებასთან დეპრესიის, ბავშვთა ჰიპერაქტივობის, შიზოფრენიისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების კავშირი.

mkurnali.ge


ნანახია: 570-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხილისა და ფასტფუდების მოხმარება მოქმედებს დროზე, რომელიც სჭირდება ქალს დაფეხმძიმებისთვის.
კოფეინი აჩქარებს მეტაბოლიზმს.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც ბრონქული ასთმითა და ფილტვების სხვა პათოლოგიით დაავადებული 2,5 ათასი
სწრაფი კვების ობიექტებში მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაზე საუბრობენ და აღნიშნულს ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას

ამინდი