Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რომელი კატეგორიის სტუდენტებს დაუფინანსებს სწავლის გადასახადს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა

თარიღი : 9-11-2019, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებს მიმდინარე წელსაც დააფინანსებს. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge- ს მედეა ტაბატაძემ განუცხადა. აწსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ სწავლის საფასურის დაფინანსება გარკვეული კატეგორიების მიხედვით, 100-დან 300 ლარამდეა განსაზღვრული.

„ყველა სტუდენტს, რომელიც სწავლის საფასურს იხდის, ჩვენთან შეუძლია დაწეროს განცხადება და დავაფინანსებთ 100-დან 300 ლარამდე. არ აქვს მნიშვნელობა ბაკალავრიატის სტუდენტი იქნება ის, მაგისტრატურის თუ დოქტორანტი. თუმცა, განაცხადის წარდგენა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის პირებს: დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, დედმამიშვილებს, სტუდენტურ ოჯახებს ( ცოლ-ქმარს), დედით და მამით ობლებს. ასევე, ვთქვათ სტუდენტი, ან მისი მშობლები რაიმე დაავადების მატარებელი არიან, ამ შემთხვევაშიც შეუძლიათ განცხადების დაწერა. სტუდენტი ამ თანხას აიღებს ხელზე, სწავლის გადასახადს პირდაპირ ჩამოეჭრება ის თანხა, რასაც დაუფინანსებენ.

1130 აუდიტორიაში მათ უნდა წარმოადგინონ საბუთები. ესენია: სტუდენტის ცნობა, პირადობის ქსეროასლი და იმის შესაბამისი დოკუმენტი, რა კატეგორიიდან გამომდინარეც წერს განცხადებას. მაგალითად, თუ დევნილია, დევნილობის საბუთია საჭირო, თუ სოციალურად დაუცველია - ამონაწერი, ცოლ-ქმარმა ქორწინების მოწმობა უნდა წარმოადგინონ და ა.შ. ამასთან, რაც უფრო მეტ კატეგორიას აკმაყოფილებს სტუდენტი, მით უფრო იზრდება თანხის რაოდენობა. ყველაზე მინიმალური 100, მაქსიმუმი კი 300 ლარია. განცხადებები რაც შემოდის, აბსულუტურად ყველას ვაკმაყოფილებთ, უარი ჯერ არც ერთი სტუდენტისთვის არ გვითქვამს. ამ წუთას დაახლოებით 50-მდე განცხადება იქნება შემოსული, დრო კიდევ აქვთ 18 ნოემბრამდე, უფრო ბოლო დღეებში შემოაქვთ განცხადებები. ყოველწლიურად ძალიან ბევრი განცხადება შემოდის იმიტომ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ბევრი სწავლობს დევნილი და სოციალურად დაუცველი,“- აცხადებს მედეა ტაბატაძე.

სტუდენტებმა განცხადებები 18 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ. დაფინანსებას ყველა ის სტუდენტი მიიღებს, რომელიც მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. 

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 691-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.
უნივერსიტეტში ამჟამინდელი მონაცემებით 10 000-მდე სტუდენტი სწავლობს, თუმცა მათგან 2753 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული.
აღნიშნული სტიპენდიის მფლობელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორისაა როგორც აქტიური, ასევე
ამ ეტაპზე, საცხოვრებელში დაახლოებით 15 სტუდენტი ცხოვრობს.

ამინდი