Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის ფარგლებში, კურორტ წყალტუბოს აღდგენა არის მთლიანად ქველმოქმედება"

თარიღი : 29-10-2019, 21:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავან იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერ გრიგოლ იოსელიანთან ერთად ის ობიექტები დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაციაც იგეგმება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, "წყალტუბოს სრული რეაბილიტაცია, კურორტის აღორძინება - ეს არის მართლაც უპრეცედენტო პროექტი, ჩვენი ქალაქისთვის, რეგიონისა და სრულიად საქართველოსთვის. ეს იქნება ის პროექტი, რომელიც დაასაქმებს უამრავ ადამიანს, ადგილობრივებს და ახალ სიცოცხლეს შეძენს ქალაქს, რომელიც ათეული წლებია ელოდება ძველი დიდების დაბრუნებას. წყალტუბო გახდება მომავლის კურორტი, ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი და ეს არის მისთვის განახლებისა და თანამედროვე ევროპულ კურორტად ქცევის რეალური შანსი,"-აცხადებს გრიგოლ იოსელიანი.

"ძალიან მიხარია, რომ იმერეთი ამ ბოლო დროს გახდა საუკუნის პროექტების ეპიცენტრი. თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე, გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა. დღეს გახდა ცნობილი, რომ იწყება წყალტუბოს სრული რეაბილიტაცია. ეს გრანდიოზული პროექტი ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და მოიცავს 22 სანატორიუმის რეკონსტრუქციას, რომლებიც 30 წელია მიტოვებული და გაპარტახებულია. წყალტუბოს განახლება, მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, ეს არის შესაძლებლობა არამარტო ამ კურორტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მოხდება დაახლოებით 20 ათასი ადამიანის დასაქმება და ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ზოგადად ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მთელი იმერეთისთვის და ვფიქრობ, მთელი საქართველოსთვის. რაც შეეხება დევნილებს, მშენებლობები მიმდინარეობს როგორც წყალტუბოში, ასევე ქუთაისში, ეს პროცესი შეუქცევადია და ყველა დევნილი ეტაპობრივად დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით," - აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული უპრეცედენტო ინიციატივის ფარგლებში, წყალტუბო არა მხოლოდ აღიდგენს ძველ დიდებას, არამედ ის გახდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი საკურორტო მიზიდულობის ცენტრი იმიტომ, რომ აქ არის უნიკალური ბუნება, უნიკალური წყლები, უნიკალური არქიტექტურა, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანატორიუმების სახით, არის ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც მიგვანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ ლამაზი შეიძლება იყოს ეს ადგილი“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შეფასებისას, რომელიც მიზნად ისახავს წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას და განვითარებას.

მინისტრის თქმით, ეს ინიციატივა გულისხმობს წყალტუბოს, როგორც საკურორტო ქალაქის, საკურორტო მიზიდულობის ცენტრის მთლიანად აღორძინებას, რაც არის გრანდიოზული ინიციატივა და ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც მთავრობები დღემდე ვერ გაუმკლავდა, რადგან დიდი მასშტაბის ხარჯზეა საუბარი.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის ფარგლებში კურორტის აღდგენა არის მთლიანად ქველმოქმედება.

„მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის საქველმოქმედო ინიციატივა. რეალობამ გვიჩვენა, რომ ბიზნესი ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს სტანდარტული მიდგომით, რადგან ეს არ არის ბიზნესურად მომგებიანი პროექტი. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის თავის თავზე იღებს ამ ქალაქის რეაბილიტაციისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს, რაც ასეულობით მილიონია,"-აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ნანახია: 616-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში ვიზიტისას პრემიერმა ყურადღება კურორტის პოტენციალზე გაამახვილა.

ამინდი