Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჟურნალისტიკის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მთელი ქალაქი იცნობს,'-ქუთაისის მერიის პრესსამსახურს ახალი თანამშრომელი ჰყავს

თარიღი : 28-10-2019, 12:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
 ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში სპეციალისტის პოზიციაზე ჟურნალისტი ირმა მარდალეიშვილი დაინიშნა. 

როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, მარდალეიშვილი ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომელია.

"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ახალი თანამშრომელია. ჟურნალისტ ირმა მარდალეიშვილს აქვს მრვალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილება. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში, იყო გაზეთ „იმერეთის მოამბეს“ მთავარი რედაქტორი,"- აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

მათივე თქმით, ირმა მარდალეიშვილს რადგან ჟურნალისტური გამოცდილება აქვს, მიმაგრებულია მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. აქვე იმასაც აცხადებენ, რომ მარდალეიშვილი ცნობადი სახეა და მას მთელი ქალაქი იცნობს.

ცნობისთვის, ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ამჟამად ხუთი თანამშრომელი მუშაობს.


ნანახია: 1110-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჟურნალისტი ლევან ფანცხავა, ქუთაისის მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტად დაინიშნა.
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსები იცვლებიან.

ამინდი