Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში 17 მიზნის აღსანიშნავად, სიმბოლურად 17 ხე დაირგო

თარიღი : 22-10-2019, 16:34 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეროს კვირეულის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ, ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად, ხეების დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

„დღეს ქუთაისი მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ეხება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. როგორც ხედავთ, ჩვენ ერთობლივად დავრგეთ 17 ხე, სწორედ 17 მიზნის აღსანიშნავად. ეს მიზანი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ამ შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგინეთ თუ როგორ არის კავშირში ქალაქის საქმიანობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. ყოველთვის მოხარულები ვართ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობის. ვცდილობთ ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს იმ გლობალური მიზნების მიღწევისაკენ, რომელზეც მთელი მსოფლიო შეთანხმებულია,”-აცხადებს ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე.

ღონისძიების ბოლოს, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემაზე ორგანიზებული ნახატების კონკურსისა და ვიქტორინის გამარჯვებულები, შესაბამისი სერთიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

21-24 ოქტომბერი საქართველოში გაეროს კვირეულს ეძღვნება, რომლის მთავარ თემას გლობალური მიზნების თაობა წარმოადგენს (Global Goals Generation). კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმილი, მათ შორის, თბილისის გამწვანებისთვის 550 ხე დაირგვება.

ღონისძიების ორგანიზატორებს საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი წარმოადგენდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 635-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის საკითხებზე იმსჯელეს.
გაეროს მოდელირების მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ

ამინდი