Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

თარიღი : 1-10-2019, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
პირველ ოქტომბერს მსოფლიოში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით წითელი ჯვრის ჭიათურის ოფისის ორგანიზებით ხანდაზმულებთან შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე დაესწრნენ. მერის მოადგილემ ხანდაზმულ ადამიანებს სიტყვით მიმართა და მათ ღვაწლზე ისაუბრა.

"თითოეული ხანდაზმული ადამიანი დასაფასებელია. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ღვაწლის აღიარება. ხანდაზმულთა პოტენციალი რეალიზებული უნდა იყოს საზოგადოებაში და დარწმუნებული ვარ ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან წაადგება," - განაცხადა გიორგი ბიწაძემ.

1-ლი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს დაწესდა, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის დაბერების პრობლემებთან ბრძოლის მიზნით.

NS


ნანახია: 359-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ბენეფიციარებს შეხვდა და მათთან ერთად ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სტუმრად აჭარისა და ჭიათურის ხანდაზმულთა ორგანიზაციების ბენეფიციარებიც იმყოფებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ბენეფიციარების პრობლემებსაც გაეცნენ და მოხუცებს არსებული პირობების გაუმჯობესებას დაპირდნენ.
საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 20% ხანდაზმული ასაკის არის. აქედან 60 ათასი შინმოვლისა და ხანგრძლივი
ქუთაისში, ხანდაზმულთა საერთაშორისო კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ ბაღში, ხანდაზმულთა ნამუშევრების
ალაფურშეტის მოწყობის ორგანიზების სახელმწიფო შესყიდვისათვის ადგილობრივი ხელისუფლება 918 ლარს იხდის.

ამინდი