Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პატრიოტები" ქუთაისის საკრებულოში უფლებების აღდგენას სასამართლოს დახმარებით შეეცდებიან

თარიღი : 28-02-2014, 19:35 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ სასამართლოს მიმართავს. ფრაქციის წევრები ქალაქის საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რომლის მიხედვით, ამავე ფრაქციის წევრი გოგიტა გოგელაშვილი საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„პატრიოტების“ ფრაქციის ხელმძღვანელის კახა ნემსიწვერიძის განცხადებით, საკრებულოს სხდომა, სადაც დეპუტატებმა გოგელაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტეს, დარღვევით მიმდინარეობდა, ხოლო შედეგები გააყალბეს. ნემსიწვერიძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად 13 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა საკითხის კენჭისყრის დროს ამდენ დეპუტატს ხელი არ აუწევია.
„უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა საკრებულოს ბოლო სხდომაზე. ეს იმის ბრალი არის, რომ თვითმმართველობებში თავგასული ვითარებაა და მომკითხავი არავინ ჰყავთ. ესენი საკრებულოზე რას სჩადიან და არჩევნებზე რას იზამენ,“ - ამბობს ნემსიწვერიძე.
საფინანსო-სარევიზიო კომისიის უკვე ყოფილი თავმჯდომარის გოგიტა გოგელაშვილის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ დეპუტატებს საკრებულოს სხდომაზე ხელის არ წევის მიზეზები მოკითხეს, ამ უკანასკნელებმა კი უპასუხეს, რომ ხელის აწევა დაავიწყდათ.


ნანახია: 2164-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის გოგიტა გოგელაშვილისათვის
ქუთაისის საკრებულოს 10 დეპუტატი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილისა და საკრებულოს საფინანსო კომისიის
ფრაქციის წევრის გოგიტა გოგელაშვილის თქმით, კომისიის 5 წევრის მიერ საკონკურსო კომისიის დატოვებამ ცხადყო, რომ მასში "პატრიოტთა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე და ქუთაისის საკრებულოს ამავე სახელწოდების
“ჩვენ მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს იმოქმედოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე კი სხდომაზე ამ საკითხს დააყენებს,”–

ამინდი