Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მთამსვლელი 3842 მეტრი სიმაღლის მწვერვალზე დაზღვევის გარეშე ავიდა

თარიღი : 29-09-2019, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისელი მთამსვლელი თემურ ქურდიანი 3842 მეტრი სიმაღლის მწვერვალ ასათიანზე ავიდა. მისი თქმით, ეს იყო პირველი თავისუფალი ცოცვა mix მარშრუტზე.

"ეს ახალი მარშრუტის ვარიანტია მწვერვალ ასათიანზე ჭაუხის მასივში, კლასიკური 4-იანის მარცხნივ შედარებით რთული გახლავთ ვიდრე კლასიკა. ეს ასვლა იყო ჩემი შემდეგი (free solo) თავისუფალი ცოცვა დაზღვევის გარეშე, სხვაობა სხვა ასვლებთან შედარებით ის იყო, რომ ეს იყო პირველი თავისუფალი ცოცვა mix მარშრუტზე. ანუ კლდეზე, ჩაყინული თოვლიანი მონაკვეთებით, სადაც საჭირო იყო საცოცი ისტრუმენტებით და წრიაპებით ცოცვა. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სოლო ასვლა აღნიშნულ რელიეფზე საქართველოში იყო პირველი.

მწვერვალის სიმაღლე 3842 მეტრია , ასვლის და ჩამოსვლის სრული დრო 6:15 წუთი ბანაკიდან, ბანაკის სიმაღლე 2400 მეტრი. თვითონ მთაზე მარტო სიარულის ხიბლი ცოტა პირადული ურთიერთობაა. შეიძლება ითქვას რომ დამოკიდებულებაა, რაზეც არ კი არა, უბრალოდ ვერ საუბრობ და გონებაში იმახსოვრებ.

ყველაფერი იყო ძალიან სასიამოვნო და ამასთანავე უსიამოვნო ცოტა ხიფათებით. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს,"-ამბობს თემურ ქურდიანი.


ნანახია: 1205-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მთასვლელის საერთაშორისო ექსპედიაში მონაწილეობა ქუთაისის მერიამ დააფინანსა.
აღნიშნული მთა მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების- ქერშავეთისა (ხანისწყლის შენაკადი) და ბარათხევის (ოცხის შენაკადი)
"თეთნულდი" მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 4852 მეტრს შეადგენს. მწვერვალი

ამინდი