Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მსოფლიო და ევროპის პრიზიორ სპორტსმენებს ქუთაისის მერიაში მადლობის სიგელები გადასცეს

თარიღი : 27-09-2019, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში მსოფლიო და ევროპის პრიზიორ სპორტსმენებს უმასპინძლეს.

ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოაგდილე რამაზ ჩხიკვაძემ სპორტსმენებს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მიულოცეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია, მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა, ქუთაისელი ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, საბა ინანეიშვილი კი გუნდური მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.

წარმატებულ სპორტსმენებს ქალაქის პირველი პირებისგან სიმბოლურად მადლობის სიგელები გადაეცათ.

ცნობისთვის, წარმატებულ სპორტსმენებს კომპანია "არქიმ" საჩუქრად ბინები გადასცა.


ნანახია: 828-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ვიცე მერი გიორგი იობაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და საკრებულოს დეპუტატები წარმატებულ
ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის ვიცე- გუბერნატორი დავით უშხვანი, ჩინეთის მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების

ამინდი