Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პაპუა-ახალ გვინეაში თუ გაინტერესებთ რომელი საათია, აგერ ბატონო ქუთაისში ახედეთ საათს,'-ქუთაისში გაჩერებული საათის შეკეთება რამდენიმე დღეში იგეგმება

თარიღი : 15-08-2019, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია"-ს დამფუძნებელი ნიკა დეისაძე ქალაქის ხელისუფლებას ქალაქში არსებული გაჩერებული საათისათვის აკრიტიკებს.

"პაპუა ახალი გვინეაში თუ გაინტერესებთ რომელი საათია, აგერ ბატონო ქუთაისში ახედეთ საათს,"- ამბობს დეისაძე.

ქუთაისში, ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაზე განთავსებული გაჩერებული საათის თაობაზე მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია"-ს დამფუძნებელი ნიკა დეისაძე სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის წინ წერდა და ინფორმაციას თან შესაბამის ფოტოსაც ურთავდა.

აღნიშნულ საკითხს მაშინ სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებიც გამოეხმაურნენ.

"ისე უკან მიდის მაგ საათის საქმე, ცოტა ხანში ბერია გამოვა მაგ აივანზე და მიმართვას გააკეთებს," -წერდა გიორგი ტურაბელიძე.

ნიკა დეისაძემ იგივე ფოტო დღეს კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა. მისი თქმით, 22 ივლისის შემდეგ ქუთაისის მერიისგან სათანადო რეაგირებას ელოდა. მის მიერ გამოქვეყნებულ მიმოწერებში ჩანს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მას აღნიშნული საკითხის მოგვარებას დაპირდა, თუმცა დაპირება ამ დროისთვის არ შესრულებულა. დეისაძე გაჩერებულ საათს ქალაქში გაჩერებულ დროსთან აიგივებს.

ქალაქის მერიის პრესსამსხახურში აცხადებენ, რომ გაჩერებული საათი რამდენიმე დღეში ამუშავდება.


ნანახია: 578-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი