Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, კონსტიტუციის მუსიკალურ-თეატრალური კითხვა გაიმართება

თარიღი : 3-07-2019, 11:07 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, მესხიშვილის თეატრის მსახიობები, ღამის კლუბ „რეფლექტორის“ დიჯეებსა და რეპ მოძრაობა „მოხეტიალეებთან“ ერთად, საქართველოს კონსტიტუციის თეატრალურ კითხვას მოაწყობენ. მანამდე მოიხატება ბანერი, სამოქალაქო მოწოდებით „ისწავლე თავისუფლება! იკითხე კონსტიტუცია!“. ბანერის მოხატვის პროცესში ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება.

„ჩვენ ყველგან და ყოველთვის ვაპირებთ ვილაპარაკოთ სამოქალაქო ენით და ახალი ფორმებით პრობლემებზე, რომელიც ერთნაირად გვაწუხებს. კონსტიტუცია არის ის, რაც გვაერთიანებს. ამ პერფომანსის ორიგინალური ფორმატიც მისი პოპულარიზაციისთვის ავარჩიეთ და ეს არ იქნება ერთჯერადი. თავისუფლების სწავლა კონსტიტუციის პატივისცემით იწყება,"- ამბობს პეფომანსის რეჟისორი რეზი ქაროსანიძე.

კონსტიტუციის მუსიკალურ-თეატრალური კითხვა, მესხიშვილის თეატრის წინ დღეს, 3 ივლისს, საღამოს 9 საათზე დაიწყება.


ნანახია: 2080-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა, 26 თეატრის 28 განაცხადიდან, მხოლოდ 6 თეატრის 6 სპექტაკლი შეარჩია.
სპექტაკლში მონაწილეობას მესხიშვილის თეატრის დასის სხვადასხვა თაობის მსახიობები იღებდნენ.

ამინდი