Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რუსთავი ორის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებუელები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თარიღი : 27-05-2019, 10:57 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი ორის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი 3 000-3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 23 მაისს, წყალტუბოს სოფელ მუხიანში მოხდა. ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დედის ახლობლები იმ დროს დაესხნენ, როდესაც ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

პოლიციამ მომხდარზე 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.

სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, მათზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.

ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება თავდასხმის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი.


ნანახია: 568-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,

ამინდი