Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება 'ჯორჯიან მანგანეზში'?- კომპანია გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს

თარიღი : 23-05-2019, 08:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაცია დასაქმებულთა გაფიცვისა და მოთხოვნების საპასუხოდ, მათი შრომითი და სოციალური პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულია 3214 თანამშრომელი;

კომპანიის თანამშრომელთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 1002 ლარია. აქედან, ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალის საშუალო ხელფასი 1465 ლარი, ხოლო მუშა-მოსამსახურეების - 924 ლარია;

კომპანიის სახელფასო ფონდი თვეში საშუალოდ შეადგენს 3.143.000 ლარს, სადაც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ხელფასის წილი 21,1 %-ს შეადგენს, ხოლო მუშა-მოსამსახურეთა - 78,9 %-ს.

ხელფასთან ერთად თანამშრომლები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტის და კვების შეღავათებით, რომლის ჯამური ხარჯი თვეში 610.000 ლარია;

"ჯორჯიან მანგანეზის“ სადაზღვევო მომსახურებით 3116 თანამშრომელთან ერთად სარგებლობენ მათი ოჯახის წევრებიც. საოჯახო დაზღვევის პაკეტი თანამშრომელს, მის მეუღლეს და 25 წლამდე შვილების დაზღვევას ფარავს. სადაზღვევო მომსახურება ჯამში 8012 პირზე ვრცელდება, რაც წლის განმავლობაში კომპანიას 1.860.000 ლარი უჯდება,"-ნათქვამია განცხადებაში.

შესახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელთა ნაწილი სამუშაო და კვების პირობების, ასევე, ხელფასების მატების მოთხოვნით 15 მაისიდან გაფიცულია.


ნანახია: 605-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ანაზღაურება სამშებენლო სექტორშია, ყველაზე დაბალი - განათლების
ქალაქ ჭიათურაში, ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის მონიტორები შპს "ჯორჯიან მანგანეზი"-ს სამთო გამამდიდრებელ კომბინატში შრომის
ადამიანის საშუალო სამომხმარებლო ხარჯმა თვეში 180 ლარი შეადგინა.

ამინდი