Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

თარიღი : 9-05-2019, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. სამამულო ომის დროს გარდაცვლილთა მემორიალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, კობა ლურსმანაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო.

ამავე დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში. ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ სამამულო ომის მონაწილეები გაიხსენეს, სკოლის მოსწავლეებმა კი ხარაგაულელი ომის ვეტერანის გიორგი (ჟორა) ბლუაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები და ოჯახის წევრებისადმი მისი წერილები წაიკითხეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის. 6 მათგანს კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა.

ამჟამად, ხარაგაულში 7 ომის ვეტერანია, რომელთაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200-200 ლარი ჩაერიცხება.


ნანახია: 502-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თითოეულ ვეტერანს საჩუქრად 100 ლარი გადაეცა
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარიანი ვაუჩერები და პრემიერ-მინისტრის
ტყიბულში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს.

ამინდი