Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ვხედავთ, რომ ქვეყანაში საზოგადოება არის მთლიანად პოლარიზებული"

თარიღი : 6-05-2019, 16:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მედია ფორუმის "მედია პოლარიზაციის დაძლევა საქართველოში" ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა თემაზე "რეგიონული მედიის როლი და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის მნიშვნელობა".
იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-სთან ზვიად ქორიძე (სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიო) საქართველოში არსებულ მედია პოლარიზების პრობლემაზე საუბრობს. მისივე თქმით პოლარიზებული მედიასაშუალებები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით ქვეყანაში განვითარების საშუალებას არ ქმნის.

"მედია პოლარიზაცია, ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი ტერმინი, ჩვენ ობიექტურად, რეალურად ვხედავთ, რომ ქვეყანაში საზოგადოება არის მთლიანად პოლარიზებული სწორედაც იმ მედია პოლუსებზე, რომელსაც მნიშვნელოვანი მედია მოთამაშეები ქმნიან და სხვა სივრცე თავისუფალი სიტყვისა პრაქტიკულად აღარ რჩება, იმიტომ, რომ ან ძალიან მწირეა ამ მედია საშუალებების გავლენა, ან პრაქტიკულად ფინანსური ან სხვა ტიპის ტექნიკური საშუალებებიც კი ამ მედიასაშუალებებს არ აქვთ, რომ განვითარდნენ და რეალურად აი ეს მედიაპოლუსები, დღეს პრაქტიკულად ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ძალიან მკვეთრ და მკაფიო კრისტალიზებას აი ამ პოლუსებზე, რაც საბოლოო ჯამში არ ქმნის ნორმალური განვითარებისთვის საშუალებას ქვეყანაში", - განმარტავს ზვიად ქორიძე.

მედია ფორუმი Democracy Reporting International (DRI)-ს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცისა და ფორსეტის პროექტის ,,პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან ერთად ჩატარდა.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 595-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დისკუსიის მიმდინარეობისას მთავარ პრობლემად მედიის მიერ სხვადასხვა ფორმით საზოგადოებაში შიშის გაჩენისა და ზეგავლენის მოხდენის
ქუთაისის მერიისა და ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის მედია ცენტრის ინიციატივით, დღეს ნინოს სახელობის #3 სკოლის

ამინდი