Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ქუთაისი უნდა გახდეს არა მხოლოდ საინტერესო, როგორც ტურისტული ლოკაცია, არამედ საინტერესო, როგორც საინვესტიციო ლოკაცია"

თარიღი : 1-05-2019, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისი 3 და 4 მაისს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის მასპინძელი იქნება.
ბიზნეს ფორუმი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები პარტნიორი ქალაქებიდან.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge ქუთაისის ვიცე-მერს, ნინო თვალთვაძეს ესაუბრა.

-ქალბატონო ნინო, ქუთაისში 3-4 მაისს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება. მეტი დეტალი, რომ გვითხრათ აღნიშნული ფორმის შესახებ.

-დავიწყოთ იმით, რომ ეს არის პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმია, რომელსაც ქუთაისი მასპინძლობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა წარმოვაჩინოთ ადგილობრივი პროდუქცია. ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის 98 მეწარმის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია ქალაქის და რეგიონის პოპულარიზაცია, ძალიან საინტერესო იქნება ამ ყველაფრის ჩვენება არა მხოლოდ პოტენციური ინვესტორებისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვისაც. გვყავს ძალიან ბევრი მეღვინე, კვების პროდუქტის მწარმოებელი, ტექსტილის მწარმოებელი მეწარმეები, რომელთა პროდუქციაც არის საკმაოდ მაღალი ხარისხის. შეიძლება ბევრმა ქუთაისელმაც არ იცოდეს, რომ 15-ზე მეტი კომპანია ექსპორტს აწარმოებს ქუთაისიდან და სწორედ ქუთაისში წარმოებული პროდუქცია გადის სხვადასხვა ქვეყნებში და წარმატებით იყიდება, მთავარი მიზანი არის ის, რომ ვაჩვენოთ პოტენციალი, ეს არის ჩვენი პირველი ამოცანა, რომ ინვესტორებისთვის ქუთაისი გახდეს საინტერესო და ჩვენი მხრიდან გაკეთდეს შეთავაზებები და ვისაუბროთ ძალიან ბევრი იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და რა შეიძლება ამან მოუტანოს, როგორც ინვესტორს, ასევე რა თქმა უნდა ქალაქს.

-როგორია ინვესტორების ინტერესი ქუთაისის მიმართ?
-ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით, რომ 2 მაისს ყოველთვის გვყავს ძალიან ბევრი სტუმარი. შევთავაზეთ ყველა დაძმობილებულ ქალაქს, ვისაც ვეპატიჟებით, რომ მათ დელეგაციაში წარმოედგინათ ასევე ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინტერესი ქუთაისში, ან იმერეთში დაიწყონ ბიზნესი. ასევე გვყავს თხუთმეტამდე ქალაქიდან დელეგაცია, გვყავს 12 ელჩი, რომლებიც დაესწრებიან ამ ღონისძიებას და ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვეს საელჩოებმა, რადგან პირველი მსგავსი აქტივობაა იმერეთის რეგიონში. ბიზნესფორუმის ფარგლებში ჩვენ წარვადგენთ როგორც საინვესტიციო კატალოგს, რომელიც იქნება როგორც ბეჭდვური სახით, ასევე იქნება პრეზენტაცია და მათ ექნებათ შესაძლებლობა გასვლითი ვიზიტების ფარგლებში თავად მოინახულონ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, ტექსტილის ქარხნები, ვისაც ამის სურვილი ექნება. ასევე ტურისტული პოტენციალი შეაფასონ რეგიონის და ქალაქის. სამი ალტერნატიული მარშრუტი იქნება ორგანიზებული და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა. ველოდებით ორასამდე ადამიანს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს, ეს არ არის დახურული ღონისძიება, პირიქით მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ, ნახონ და გაეცნონ ადგილობრივ პროდუქტებს, რადგან ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის სწორედ ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია.

--რა ეკონომიკური განვითარება შეიძლება მოუტანოს აღნიშნულმა ბიზნეს-ფორუმმა ქუთაისს?
-ჩვენ ველოდებით, რომ ფორუმს უნდა ჰქონდეს საკმაოდ დიდი გამოხმაურება, ეს არის პირველი მოლოდინი, რომელიც იქნება ინდიკატორი რამდენად წარმატებული იყო ბიზნეს ფორუმი. ველოდებით, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ჩართული იქნება ფორუმში, ამას გარკვეულ ყურადღებას დაუთმობს. წარმატებულის ინდიკატორი იქნება ისიც, რამდენად გავაგრძელებთ ამ ფორუმის ორგანიზებას ყოველწლიურად. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ ფურუმი გახდეს ყოველწლიური და გახდეს უფრო მასშტაბური , რა თქმა უნდა ხვალ შესაძლოა ამის შედეგი ქალაქმა ვერ იგრძნოს, მაგრამ ნამდვილად, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შედეგები უნდა ვიგრძნოთ, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისი უნდა გახდეს არა მხოლოდ საინტერესო, როგორც ტურისტული ლოკაცია, არამედ საინტერესო როგორც საინვესტიციო ლოკაცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი.

-მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების და ინვესტორების ჩართულობა გასაგებია, ცენტრალური ხელისუფლება თუ დაუდგა გვერდით თქვენს ამ წამოწყებას?
-ფორუმში აქტიურად არის ჩართული ცენტრალური ხელისუფლება, ფორუმის ერთ-ერთი მხარდამჭერი არის "აწარმოე საქართელო" და ისინი თავიდანვე ჩართულნი იყვნენ და გვეხმარებოდნენ ფორუმის ორგანიზებაში. ჩვენი მიზანი იყო ერთის მხრივ გვეჩვენებინა სახელმწიფო ხედვა ქალაქის და რეგიონის განვითარების, მეორე ბლოკში იქნება ძალიან კონკრეტულად საუბარი რატომ უნდა მოხდეს ქუთაისში ინვესტირება. ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ნაწილი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შეთავაზება ინვესტორებისთვის. ამას აქვს ის პლუსი, რომ თავისუფლდებია რამდენიმე სახის გადასახადისგან და აქ წარმოებული პროდუქციის ექსპორტირება გაცილებით უფრო იაფი ჯდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ეს ყველაფერი ჯამში ძალიან მიმზიდველი შეთავაზებაა.


ნანახია: 1405-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი