Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გერმანიის ელჩი: დარწმუნებული ვარ, წყალტუბოს დიდი მომავალი ექნება

თარიღი : 26-04-2019, 15:38 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიიღო. ვიზიტის ფარგლებში საპატიო სტუმარმა დაათვალიერა ბალნეოლოგიური ცენტრი ,,Tskaltubo Be Healthy’’, ,,ბალნეოკურორტი წყალტუბო“ და ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული სანატორიუმები.

გერმანიის ელჩს წყალტუბოს, როგორც უნიკალური სამკურნალო კურორტისა და აქ არსებული რადონული წყლების შესახებ ინფორმაციები წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის მმართველის მოადგილემ ირაკლი მაისაშვილმა გააცნო.

“მოხარული ვარ, რომ დღეს წყალტუბოში ვიმყოფები, ვფიქრობ საბჭოთა კავშირს არასად არ დაუტოვებია ისეთი მასშტაბური და არქიტეტურული თვალსაზრისით გამორჩეული შენობები, როგორიც ამ ქალაქში. წყალტუბოს დიდი ისტორია აქვს როგორც კურორტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას დიდი მომავალიც ექნება, აქ უკვე განხორციელებულია გარკვეული ინვესტიციები. მე ვხედავ ძალიან დიდ პოტენციალს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით, მოხარული ვიქნები თუ მეტი ტურისტი ჩამოვა გერმანიიდან საქართველოში და კერძოდ- წყალტუბოში. მთავარია, უფრო ცნობადი გავხადოთ ეს კურორტი გერმანიაში და მთელ ევროპაში იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სჭირდებათ რადონული მინერალური წყლებით მკურნალობა და ინვესტორებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ძველი სანატორიუმების განახლება,”-განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.


ნანახია: 1105-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში ვიზიტისას პრემიერმა ყურადღება კურორტის პოტენციალზე გაამახვილა.
'ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა წყალტუბოში მაღალი დონის
ამ ეტაპზე სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 100-მდე ადგილობრივი.
ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

ამინდი