Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბიზნეს იდეის კონკურსი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

თარიღი : 18-04-2019, 19:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ინიციატივით ''მეწარმე ქალთა ფონდი'' ოცი მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს ბიზნეს იდეების მომზადებისთვის გადაამზადებს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ქალაქის მერის მოადგილე,ნინი თვალთვაძე ადასტურებს. მისი განმარტებით, ვისაც სურვილი აქვს, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს ''მეწარმე ქალთა ფონდს'' უნდა მიმართოს.

"უკვე დაიწყო პროექტის განხორციელება, ჩვენს მიერ შერჩეული იქნა პროექტის განმხორციელებელი ორგანიზაცია. ეს არის ''მეწარმე ქალთა ფონდი''. პროექტი მიზნად ისახავს 20 მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლის გადამზადებას.
ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროექტში, უნდა მიმართონ ''მეწარმე ქალთა ფონდს''. მოხდება ანკეტირება და შესაბამისად სწორედ ''მეწარმე ქალთა ფონდი'' შეარჩევს ოც ოჯახს. მათი წარმომადგენლები გაივლიან გადამზადებას, შემდეგ გამოცხადდება კონკურსი მათი ბიზნეს იდეების შესარჩევად და წარმატებული იდეის დაფინანსება მოხდება პროგრამის ფარგლებში. ეს არ იქნება ფულადი სახით, იქნება აღჭურვილობის და იმ მასალის სახით, რაც მათ დასჭირდებათ ბიზნესის წარმოებისათვის. გადამზადების პროგრამა დაახლოებით მაისის თვეში განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ უკვე კონკურსით შერჩეული ოჯახები გვეყოლება ივლისის ბოლოს'', - გსნმარტავს ნინო თვალთვაძე.


ნანახია: 627-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მეორე ტური 15 თებერვლიდან დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება.

ამინდი