Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში დროებით, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეიზღუდება

თარიღი : 17-04-2019, 17:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, გამარჯვების მოედნამდე, ერთი თვით შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება.

მოძრაობა შესაძლებელი იქნება მ.ლაღიძის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე, რომელიც რუსთაველის გამზირს გამარჯვების მოედანთან შეუერთდება.

ბარათაშვილის ქუჩის ბოლოდან, რუსთაველის მე-9 და ბარათაშვილის მე-7 შესახვევამდე მოძრაობა ორმხრივი იქნება. ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი გახდება ბარათაშვილისა და ამავე ქუჩის მე-7 შესახვევიდან.

სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას გველესიანისა და ნოდარ დუმბაძის ქუჩის კვეთამდე შეძლებენ გრიშაშვილის მიმართულებით. აღნიშნულ პერიმეტრზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.


ნანახია: 1444-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შსს-ს ცნობით პოლიციელის დღესთან დაკავშირებით 29-30 მაისს 08:00 საათიდან ქუთაისის ცენტრალური მოედანი დაიკეტება.

ამინდი