Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის შპს, რომელიც ქალაქში არსებულ სასაფლაოებს აერთიანებს, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

თარიღი : 10-04-2019, 16:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში არსებული 13 საქალაქო სასაფლაოს ცენტრალური გზებისა და შიგა მისავლელი ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება ეტაპობრივად მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,ქართული ტრადიციები 2011“ ახორციელებს.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-სთან “ქართული ტრადიციების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, შპს მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

„კომპანია თავის საქმიანობას ახორციელებს, თუმცა მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ საოჯახო სასაფლაოების დასუფთავების ფასიანი პროექტით ისარგებლონ. ამ პერიოდისათვის ა(აიპ) „სპეციალურ სერვისებთან“ თანამშრომლობით დასრულდა ავანგარდის (ახალი) და ავანგარდის (ძველი) სასაფლაოებს შორის ცენტრალური გზის მოწესრიგების სამუშაო ( მიწის გასწორება, მიწის გატანა და გაშლა, მიწის კორექტირება, მოხრეშვა). ამავე სამუშაოების პარალელურად, ეფექტურად მუშაობს საოჯახო სასაფლაოების დასუფთავების ფასიანი (ნებაყოფლობითი) პროექტი, რომლის მიხედვითაც, მთელი წლის განმავლობაში აღნიშნული სერვისი (1 წელი-60 ლარის ღირებულება) მომხმარებელს საშუალებას აძლევს მთელი წლის განმავლობაში სასაფლაო იყოს მოწესრიგებული და დასუფთავებული მაღალი ხარისხით. ავანგარდის მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებით ავანგარდის სასაფლაოზე დაირგო ცოცხალი ღობე (ფოტინიების ),“- განმარტავს შპს „ქართული ტრადიციების“ წარმომადგენელი მაია ყუფარაძე.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 1504-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ქართული ტრადიციები“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის ემზადება.
საპილოტე პროექტი ასევე ითვალისწინებს სასაფლაოთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
კომპანიის დირექტორის მოადგილის გოჩა მარგველაშვილის განცხადებით, ახალი სერვისი ძალაში მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შევა.

ამინდი