Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სოზარ სუბარი 'ოცნების' გადასარჩენად ახალ სახეებს რომ ეძებს, ჯერ იმაზე გვიპასუხოს, რატომ არის დევნილების ახალი კორპუსები უხარისხო და მერე გააგრძელოს ახალი სახეების ძებნა"

თარიღი : 18-03-2019, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, დევნილთა ახალ კორპუსებში მაცხოვრებელთა აქციას „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. წულაიას თქმით, საცხოვრებელი კორპუსები, რომელიც ხელისუფლებამ იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ააშენა, უხარისხო აღმოჩნდა. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე ფული იშოვა.

„ეს კორპუსები ააშენა სოზარ სუბარმა მისი დევნილთა მინისტრობის დროს. ახლა კი სუბარი ახალ სახეებს ეძებს „ქართული ოცნების“ გადასარჩენად. ჯერ ის გვიპასუხოს, რატომ არის ეს კორპუსები უხარისხო, აქ ცხოვრება რატომ არის შეუძლებელი და შემდეგ გააგრძელოს ახალი სახეების ძებნა,“- ამბობს წულაია.

ცნობისთვის, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსებში მაცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ამბობს, რომ 14-სართულიან კორპუსებში არ მუშაობს ან კიდევ შეფერხებით მუშაობს ლიფტები, ხოლო სარდაფები წყლით არის სავსე.

დევნილთა პრობლემებზე ცენტრალურ ხელისუფფლებაში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.


ნანახია: 1160-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დევნილთა ნაწილმა აქცია მესხიშვილის თეატრთან გამართა.
ქუთაისში, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბენატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მენაშენეებისაგან
წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა ლტოლვილთა და განსახლები მინისტრმა სოზარ სუბარმა
ცნობისთვის, ახალი ბინების მიღების თხოვნით დევნილთა შტაბში 4 000-მდე განცხადება შევიდა. აქედან ბინას მხოლოდ 429 ოჯახი იღებს.
სოზარ სუბარმა დევნილებს ისიც განუცხადა, რომ ავარიულ შენობებში მცხოვრები 70-მდე ოჯახი რამდენიმე კვირაში ახალ საცხოვრებლებს მიიღებს.

ამინდი