Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩემი თაობის გოგონები ვდგებოდით ორი არჩევანის წინაშე-ან უნდა შევსულიყავით არასასურველ ქორწინებაში ან უნდა ვყოფილიყავით საშინელი სტიგმის მსხვერპლი, რომ ჩვენ ვართ 'განატაცები' და შერცხვენილი"

თარიღი : 16-03-2019, 13:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში წარმატებული ქალები თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან. საუბრობენ იმ სტერეოტიპებსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე, რომლებიც გენდერულ ჭრილში მათ დისკრიმინაციას ეხებოდა. ერთ-ერთი მათგანი მხატვარი ლია უკლებაა. ამბობს, რომ მშობლებისთვის მესამე გოგონას დაბადება არასასურველი იყო და მიუხედავად იმისა, ამაზე აქცენტს ხუმრობით აკეთებდნენ, მაინც მტკივნეულად აღიქვამდა "არასასურველი სქესის" იარლიყს.

"მე გავხდი არასასურველი ბავშვი, რომლის გაჩენაც მანცადამაინც არ გაუხარდათ ჩემი ოჯახის წევრებს. პირველივე დღიდან, როცა უკვე აზროვნება დავიწყე და მოსმენა ვისწავლე, მესმოდა ეს არც ისე კეთილი ხუმრობა, რომ ჩემი დაბადება არ გაუხარდათ. ძალიან ცუდი, რომ დავიბადე გოგო და არ დავიბადე მესამე ბიჭი. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან დიდ სიყვარულში გავიზარდე, ეს მუდმივად რეფრენად დასდევდა ჩემს ცხოვრებას,“- ამბობს მხატვარი.

მოზარდობის ასაკში გაცნობიერება დაიწყო და ნაწილობრივ მოახერხა სტიგმის გადალახვა, თუმცა იმ პერიოდს ახლაც მტკივნეულად იხსენებს. აღნიშნავს იმასაც, რომ გოგონებისთვის არასასურველი ქორწინებები იმ თაობის უდიდესი ტრაგედია იყო, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა.

„ჩემი თაობის ტკივილია გოგონების გატაცების თემა, რომელიც საბედნიეროდ დღეს უკვე არც ისე აქტუალურია საქართველოში. თუმცა ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის. ვდგებოდით ორი არჩევანის წინაშე- ან უნდა შევსულიყავით არასასურველ ქორწინებაში ან არა და უნდა ვყოფილიყავით საშინელი სტიგმის მსხვერპლი, რომ ჩვენ ვართ "განატაცები" და შერცხვენილი. ისევ ჩვენი ბრალი იყო, ვიღაცის დანაშაული გადმოდიოდა ჩვენზე და ჩვენ ვიყავით არა მხოლოდ დაზარალებული, არამედ დამნაშავეც. ხატვა, წიგნების კითხვა და ა.შ. სამარცხვინო იყო, იმიტომ რომ შენ აუცილებლად ფიზიკურად უნდა გეშრომა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩემს შემთხვევაში ასე იყო, თუ კი წიგნს კითხულობდი და რაღაც ინტელექტუალურ შრომას ეწეოდი, ეს ითვლებოდა დროის ფუჭად ხარჯვად, აღიქმებოდა, როგორც დაკარგული დრო, რომელიც ცუდი იყო შენი ოჯახისთვის. წარმოდგენაც კი მიჭირს, რა სირთულეებთან მომიწია გამკლავება,“-ამბობს ლია უკლება.

ლია უკლება იმ სირთულეების შესახებ გვიყვება, რომლის გადალახვაც ძალიან რთული აღმოჩნდა ადრეულ ასაკში. საკუთარ ნამუშევრებს ქალებს უძღვნის და ფიქრობს, რომ სტიმულის მიმცემი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შეუძლიათ იყვნენ ძლიერი ქალები.

"რამდენი ნერვიულობის და ომის გადატანა მომიწია იმისთვის, რომ იმ გზაზე დავმდგარიყავი, რა გზაზეც 15-16 წლამდე ვიდექი. და გადამელახა ის გამოწვევები, რის წინაშეც ცხოვრებამ დამაყენა. ბავშვობის შემდეგ გადის 20 წელი და მე ვუბრუნდები იმ სპეციალობას და პროფესიას, რომელიც ჩემთვის იყო აუხდენელი ოცნება. სამი წლის ასაკში მივხვდი, რომ უნდა გავმხდარიყავი მხატვარი. მაგრამ ეს ოცნება 36 წლის ასაკში განვახორციელე. 36 წლის ასაკში პირველად მქონდა გამოფენა, მე არ მიპოვია ჩემი თავი, უბრალოდ დავუბრუნდი მას და გავაგრძელე ის მუშაობა, რომელიც დავიწყე ბავშვობაში. ჩემი შემოქმედება მივუძღვენი ქალთა გაძლიერებას და ჩემი შრომა ქალების სოლიდარობაში ჩავდე," - ამბობს მხატვარი და სამოქალაქო აქტივისტი ლია უკლება.

"ქალების სათქმელი"-ასეთი იყო იმ ღონისძიების სახელწოდება, რომლის ფარგლებში, წარმატებულმა ქალებმა საზოგადოებას თავიანთი ისტორიები მოუთხრეს. ღონისძიება აერთიანებს ქალებს, რომლებმაც "არაქალურად" მიჩნეულ სფეროებსა და პროფესიებში წარმატებებს მიაღწიეს; ქალებს, რომლებსაც თავის დამკვიდრებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში, წინააღმდეგობრივად განწყობილი ტრადიციებით და სტერეოტიპებით სავსე გარემოში უხდებოდათ ბრძოლა; ქალები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური სტატუსის პირობებში მუდმივი დაბრკოლებების გადალახვის პროცესში არიან.

"ქალების სათქმელი" გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 1259-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ქალიშვილობის ინსტიტუტის არსებობის გამო ქალები თავს არ აძლევენ უფლებას ჰქონდეთ ქორწინებამდე სექსი და ელიან კანონიერი სექსის
მეცნიერებმა ეს დასკვნა სხვადასხვა ქვეყნის 1000 ქალის მონაცემის კვლევის შედეგად გააკეთეს.

ამინდი