Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მიწა სახლშია შემოსული,'- მრავალშვილიანი ოჯახი დახმარების მოლოდინშია

თარიღი : 29-01-2019, 18:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მცხოვრები ჯანგავაძეების მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. სახლში, სადაც 6 ბავშვი იზრდება, მეწყერია ჩამოწოლილი. ოჯახი დღეს და ღამეს შიშით ატარებს, რადგან მიწის მასა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიძრას და ოჯახის წევრები მეწყერის ქვეშ მოხვდნენ. მრავალშვილიან ოჯახს წასასვლელი არსად აქვს, ამიტომ იძულებულები არიან ავარიულ სახლში იცხოვრონ და შიშს შეეგუონ.

“მეშინია ამ სახლში ცხოვრება. 6 შვილი მყავს და წასასვლელიც არსად მაქვს. არ ვიცი რა უნდა ვქნა. მიწა სახლშია შემოსული. ტყიბულის მერიიდან იყვნენ მოსული და მითხრეს, რომ 25 000 ლარია გამოყოფილი. ამ ფასად ბინა ვერსად ვიშოვეთ. კიდევ ვეძებთ და არ ვიცით რა იქნება. მარტო სოციალური დახმარებით ვარსებობთ. ცოტ-ცოტას ვყიდულობთ ყველაფერს და არ გვყოფნის. ბავშვები ხშირად მშიერი გვყავს,” - ამბობს მრავალშვილიანი დედა ციცინო ლაღიძე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ჯანგავაძეების პრობლემას იცნობენ. მათივე თქმით, ოჯახს სახელმწიფო ახალი სახლის შესაძენად 25 000 ლარს სთავაზობს. თუმცა ჯანგავაძეები აღნიშნულ ფასად სახლის პოვნას ვერ ახერხებენ.


ნანახია: 845-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება,
წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე, ორსართულიან კორპუსში მცხოვრები ოთხი ოჯახი შველას ითხოვს.
შოთა მურღულიამ და მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ზურაბ მარგველაშვილმა ოჯახს ის პროგრამა გააცნეს, რომლითაც მრავალშვილიან
ოჯახის უფროსი თომა შალამბერიძე ამბობს, რომ ცეცხლი სახლში დღის საათებში გაჩნდა. ოჯახმა ალმოდებული სახლიდან ვერაფრის გადარჩენა
იოსელიანების ოჯახში 5 ბავშვი იზრდება. ოჯახი ქუთაისში, გვანცელაძის ქუჩაზე სამოთახიან, ნახევრად დამწვარ სახლში ცხოვრობს.

ამინდი