იტვირთება

ვანის სოფელ ტობანიერში 9 ოჯახი სიკვდილს გადაურჩა-რას ყვებიან ადგილობრივები?

ვანის სოფელ ტობანიერში 9 ოჯახი სიკვდილს გადაურჩა-რას ყვებიან ადგილობრივები?

ვანის სოფელ ტობანიერის მოსახლეობა 6 თებერვლის ღამეს მომხდარ სტიქიას და მათი გადარჩენის ისტორიას იხსენებს. 

როგორც სოფელში ყვებიან, ღამით სოფელში კოკისპირულად წვიმდა. მოსახლეობა მაშველებმა გააღვიძეს და უთხრეს, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ტერიტორია, რადგან მთიდან მეწყერი წამოვიდა. 

"საშინლად წვიმდა და საშინელი ხმა იყო. ვერ გავიგეთ, საით უნდა წავსულიყავით, საიდან მოდიოდა ხმა, საშინელი სიბნელე იყო, შუქი გათიშული იყო. 9 ოჯახი ვართ, რომლებიც სიკვდილს გადავურჩით. მთიდან წამოსული მიწის დიდი მასა ჯერ ვაკეზე გაიშალა, შემდეგ ადიდებულმა მდინარემ გაიტანა. მეწყერმა ერთი სახლი მიწაში დამარხა, მეორე დაანგრია. მიწაში ჩატანილი სახლის პატრონი სოფლის გამგებელმა გააფრთხილა, რომ სახლში არ დარჩენილიყო. ის ამგვარად გადაურჩა სიკვდილს. რეაგირება ძალიან სწრაფად მოხდა. ვანის მერი მთელი ღამე აქ იყო, არ მოგვშორებია. ბავშვებით, მოხუცებით უსაფრთხო ადგილას გადმოგვიყვანეს. ღმერთს მადლობა, უბედურებას გადავრჩით. ჩვენ გვეძინა და ვერაფერს გავიგებდით, მდინარის მეორე ნაპირზე მაცხოვრებლებს ხმაურზე სამაშველოში რომ არ დაერეკათ და მაშველები დროულად არ მოსულიყვნენ,"-აცხადებენ ადგილობრივები.


ტეგები:

Facebook - კომენტარები