Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებამ პროექტი მომპარა, რისთვისაც პასუხს აგებენ"

თარიღი : 10-11-2018, 10:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში კაფე-კინო "ბრაზერსის" მეპატრონე, ლევან ჭავჭანიძე, ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსს, თამთა თურმანიძეს პროექტის ქურდობას ედავება.
კაფე-კინო "ბრაზერსის" მფლობელის თქმით, მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი სახელად "თეთრი ხიდი" კაფე-კინო "ბრაზერსის" პროექტია, რომელიც თამთა თურმანიძემ მოიპარა და ღონისძიებად დაგეგმა .

"მოვითხოვ პროექტის გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საავტორო უფლებების დარღვევისათვის მას მოუწევს სასამართლოში პასუხის გება, კანონის წინაშე. სასწრაფოდ მოვუწოდებ ქალაქის მერს დაინტერესდეს არსებული საკითხით. შეაჩეროს პროექტი დაუყონებლივ, ვინაიდან ის მოპარულია მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მიერ. ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურმა და მისმა ხელმძღვანელმა თამთა თურმანიძემ უტიფრად და ურცხვად კაფე-კინო "ბრაზერსის" პროექტი მიითვისა, რომელიც 2016 წელს წარვუდგინეთ მერიას და ქალაქის მერის თანხმობის მიუხედავად, მაშინდელმა კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ღონისძიებაზე.მათ არც განათლება და არც ნამუსი არ ეყოთ იმისათვის, რომ სახელი მაინც შეეცვალათ."- აცხადებს კაფე-კინოს მეპატრონე ლევან ჭავჭანიძე.

ლევან ჭავჭანიძეს ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს, ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი თამთა თურმანიძე. მისი თქმით, ის თავად კინომცოდნეა, შესაბამისად მსგავსი პროექტის მოფიქრება-ორგანიზება მისი პროფესიაა.


"მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროექტი უკვე იყო ჩასმული 2015 წლის კულტურის ბიუჯეტში. სამწუხაროდ იმ წელს, აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდა. წელს, თავიდანვე ეს პროექტი ხელახლა ჩაისვა ბიუჯეტში, რადგან არსებობს კონცეფცია, რომ ქუთაისი ნამდვილად გახდეს საფესტივალო ქალაქი. რაც შეეხება სახელწოდება "თეთრი ხიდი" ეს იდეა დაიბადა იქედან, რომ წელს, 3 მაისს აღნიშნულ ხიდზე მოეწყო რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება და ბუნებრივია ქუთაისისთვის დიდი კინო , სწორედ გაბრიაძესთან და თეთრ ხიდთან ასოცირდება. "- აცხადებს კულტურის განყოფილების უფროსი თამთა თურმანიძე.

16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს, სადაც კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახან დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.


ნანახია: 1895-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭავჭანიძე ქუთაისში არსებული cafe kino brothers-ის დამფუძნებელია. მისი თქმით, მერიის კულტურის განყოფილებამ კინოთეატრის ის პროექტი
16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს,
კინოთეატრის ხელმძღვანელი ლევან ჭავჭანიძე ამბობს, რომ დაწესებულების გასასხსნელად გაწეული ხარეჯბის დასაფარად პირადი ქონების
მთელი წლის მანძილზე კულტურის განყოფილებამ ასამდე პროექტი დააფინანსა.

ამინდი