Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

თარიღი : 18-08-2018, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოდან დაიწყება.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, განსაზღვრულია 2018-2019 წლების ნადირობის სეზონისთვის ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით.

უწყების განცხადებით, 2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის ფრინველებზე ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართულია 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან 15 თებერვლამდე.

მათივე განმარტებით, ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.


ნანახია: 1236-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მათივე განმარტებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის
ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
მონადირეები იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის

ამინდი