Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

30 ქუთაისელი ახალგაზრდა გაეროს მოდელირების პროექტში ჩაერთვება

თარიღი : 19-06-2018, 14:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
პროექტ "გაეროს მოდელირება 2018-ის" მონაწილე ახალგაზრდებისთვის გასაუბრება დაიწყო. გასაუბრება, რომელიც მიმდინარე წლის 19-20 ივნისს ინგლისურ ენაზე ქუთაისელ ახალგაზრდებთან გაიმართება, 30 მოტივირებული ახალგაზრდას გამოავლენს და მათ საშუალება ექნებათ აღნიშნულ პროექტში ჩაერთონ.

პროექტში მონაწილეობას სულ 60 (18 დან - 25 წლამდე) ახალგაზრდა მიიღებს, აქედან 30 ქუთაისიდან, ხოლო 30 დაძმობილებული ქალაქებიდან იქნება. პროექტი "გაეროს მოდელირება 2018", რომლის მიზანს ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება წარმოადგენს, ქუთაისში სექტემბრის თვეში განხორციელდება.

"კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტთან დაძმობილებულ ქალაქებთან თანამშრომლობის გაძლიერება პროექტის მთავარი ამოცანაა. პროექტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, მშვიდობის კორპუსისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" მიერ ხორციელდება," - ნათქვამია ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

NS


ნანახია: 1237-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაეროს მოდელირების მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული
ქალაქის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებქ ქუთაისსა

ამინდი