Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მაისის თვეში უკანონო თევზჭერის 25 ფაქტი გამოვლინდა

თარიღი : 3-06-2018, 14:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ამავე პერიოდში, გამოვლენილია ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 9 ფაქტი. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაილუქა უკანონო თევზჭერის იარაღები, ელექტროშოკური აპარატები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს ითვალისწინებს. ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.


ნანახია: 1367-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თევზაობა აკრძალულია შემდეგი საშუალებებით: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, ე.წ ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების

ამინდი