Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლების მიერ საზეიმოდ გახსნილი გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასების გარეშე დატოვეს

თარიღი : 21-05-2018, 16:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საზეიმო ვითარებაში გახსნილი ორპირი-ცუცხვათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასების გარეშე დატოვეს. გზა მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს რეგიონულის განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

ხელფასების გარეშე დარჩნენ ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გზის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული. მათ დღეს ტყიბულის სოფელ ორპირში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები დამქირავებელ ყაზახურ კომპანიას "ყაზახდორსტროის" კუთვნილი 3 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას თხოვენ. მშენებლების თქმით, ყაზახურმა კომპანიამ ქართულ კონტრაქტორ ფირმას "ჯიქეიგრუპს" თანხა სრულად არ დაურიცხა. აქციის მონაწილეები სახელმწიფოს დახმარებას თხოვენ და რამდენიმე დღის ვადას აძლევენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ტყიბულის სოფლებს-ორპირსა და ცუცხვათს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის 18 იანვარს დასრულდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 971 600 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. პროექტის ფარგლებში 180 ადამიანი იყო დასაქმებული.


ნანახია: 2025-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დამსაქმებელ კომპანიას 150 ადამიანის მიმართ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის დავალიანება აქვს.
ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან მისვლა რეაბილიტირებული გზით იქნება შეასძლებელი. ორპირი - ცუცხვათი - მღვიმეს 10.5
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების თქმით, მათი საშუალო ხელფასი 600 ლარია.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დასაქმებულები მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი ინფორმაციით, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ქალაქის მერიამ თანხა გადაურიცხა, თუმცა ფული
მძღოლებმა სამი თვის აუღებელი ხელფასების მიღებაში დახმარება პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს სთხოვეს.

ამინდი