Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერეში ტურისტულ ობიექტებს იკვლევენ

თარიღი : 21-05-2018, 12:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საჩხერის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა იწყება. ამის შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული პროექტი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი კონკრეტული მიზანი მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი ძეგლების აღრიცხვა, შეფასება და პოპულარიზაციაა.

მასალების მოპოვება და შეგროვება თსუ-ს გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტებისა და ადგილობრივი საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეების ჩართულობით მოხდება. პროექტის ფარგლებში გაიმართება ფოტო-გამოფენები, ჩატარდება საველე-საექსპედიციო სამუშაოები და ლექცია-სემინარები, შეიქმნება ტურისტული რუკები.

პროექტის განხილვას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.


ნანახია: 1515-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წიგნში განხილულია როგორც მოქმედი სოფლები, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლები, 50-იან წლებში წარმოქმნილი ნასოფლარები და
პროექტის ფარგლებში თსუ-ს სტუდენტების მიერ შესწავლილი იქნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი და ჭიათურაში არსებული თითოეული ტურისტული
ბაღდათის მუნიციპალტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებელებს და სკოლების დირექტორებს მუნიციპალიტეტისთვის საინტერესო
პროექტი მდინარე რიონის აუზში ბუნებრივი ძეგლების შესწავლა პოპულარიზაციის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიხედვით პირველი მასშტაბური

ამინდი