Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„გლოვის ღამე" ტყიბულში

თარიღი : 9-04-2018, 21:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტრაგიკულად დაღუპულ ექვს მეშახტეს ტყიბულში "გლოვის ღამით" ემშვიდობებიან.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ.

"გლოვის ღამეში" მონაწილეობას გარდაცვლილი მეშახტეების ნათესავები, მეგობრები, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები იღებენ.

აქციას არ აქვს პროტესტის სახე და აქციის მონაწილეები რაიმე მოთხოვნებს არ აყენებენ.

ტრაგიკულად დაღუპულ ხუთ მეშახტეს ხვალ, ერთ დაღუპულს კი ხუთშაბათს დაკრძალავენ.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი მეშახტე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.


ნანახია: 1688-ჯერ

მსგავსი სიახლეები
3 გარდაცვლილი მეშახტე გუშინ დაკრძალეს, 54 წლის მიხეილ გამეზარდაშვილს კი დღეს დაკრძალავენ.
დაღუპული მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად ტყიბულში დღეს სახალხო გლოვის ცერემონია გაიმართება.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ, 6 აპრილს, ყველა
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
დაკავებულები არიან ინჟინრები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შახტის დირექტორი.
დაღუპულების ცხედრები დილით ტყიბულის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ამინდი