Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'11 დაღუპული მეშახტე 11 თვეში-ტყიბული გლოვობს დაღუპულ მეშახტეებს,'- ტყიბულის თეატრის წინ გლოვის საღამო გაიმართება

თარიღი : 9-04-2018, 12:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაღუპული მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად ტყიბულში დღეს სახალხო გლოვის ცერემონია გაიმართება.

„ტყიბული გლოვობს დაღუპულ მეშახტეებს. ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. ტყიბულელები ყოველდღე ვკარგავთ ამ ქალაქის საუკეთესო ბიჭებს და ვერ ვახერხებთ ამ მოცემულობის შეცვლას. ბოლო 11 თვეში ტყიბულმა 11 მეშახტე დაკარგა, რომლებიც მწამებლური სიკვდილით დაიღუპნენ შახტაში. აქ ადამიანების დაღუპვა და დასახიჩრება ყოველდღიურობად იქცა. ჩვენ ბევრი ტკივილი გვახსოვს. ეს ქალაქი ამას არ იმსახურებს. ტყიბული პატივს მიაგებს დაღუპული მეშახტეების ხსოვნას. ორშაბათს, 9 აპრილს, 20:00 საათზე, მთელი ქალაქი თეატრის წინ იკრიბება, რათა ბოლო ღამე გავუთიოთ ჩვენს დაღუპულ ბიჭებს. ეს ტყიბულის ღირსების საკითხია. გელოდებით ყველას მეშახტეების გლოვის ღამეზე სანთლებით და ყვავილებით“, - ნათქვამია ტყიბულელი მეშახტეების სოციალურ გვერდებზე გავრცელებულ განცხადებაში.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან.

შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ნანახია: 1836-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ, 6 აპრილს, ყველა
ტრაგიკულად დაღუპულ ექვს მეშახტეს ტყიბულში გლოვის ღამით ემშვიდობებიან.
დაღუპულების ცხედრები დილით ტყიბულის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
3 გარდაცვლილი მეშახტე გუშინ დაკრძალეს, 54 წლის მიხეილ გამეზარდაშვილს კი დღეს დაკრძალავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში 3 პირი დააკავეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბორჯომსა და ქუთაისში ათამდე
1972 წელს დაბადებულმა კაცმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავი ჩამოიხრჩო.

ამინდი