Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ქალები, რომელთაც უდიდესი როლი ითამაშეს საქართველოში ქალთა მოძრაობის გააქტიურებაში

თარიღი : 8-03-2018, 14:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიისა და ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის მედია ცენტრის ინიციატივით, დღეს ნინოს სახელობის #3 სკოლის ფოიეში ღონისძიება სახელწოდებით "ქუთაისი და ქალთა მოძრაობა" გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქუთაისის ქალთა გიმნაზიის იმ კურსდამთავრებულთა ამსახველი მცირე გამოფენა, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს საქართველოში ქალთა მოძრაობის გააქტიურებაში. XX საუკუნის დასაწყისში სწორედ ქუთაისი გახდა საქართველოში ქალთა მოძრაობის განვითარების ეპიცენტრი.

კატო მიქელაძე, ჩიტო შარაშიძე, მარიამ ყაუხჩიშვილი, ანა კალანდაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, მინადორა ორჯონიკიძე,- ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ განსაკუთრებული ქალბატონებისა, რომელთა მოღვაწეობამაც პრაქტიკულად საქართველოს ისტორია განსაზღვრა.

შეხვედრას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაესწრო.
NS


ნანახია: 1519-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ ქალთა ფონდმა საქართველოში, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დააწესა.
ტრენინგის მიმდინარეობისას სპონტანურად დაიგეგმა აქცია სახელწოდებით "მოსახლეობის ინფორმირებულობა ქალთა უფლებებისთვის.
ქუთაისელი მხატვარი ლია უკლება კატო მიქელაძის პრემიაზე წარადგინეს.
"ქალთა მოძრაობის" ორგანიზებით მოწყობილი აქციის მიზანია ხელი შუეწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში.

ამინდი