Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელშიც ეშმაკიც კი არ გაივლის"

თარიღი : 5-03-2018, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელშიც ეშმაკიც კი არ გაივლის," - ასე ახასიათებენ ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩის კვეთაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელს.

ობიექტი მთავარ მაგისტრალზე მდებარეობს, რაც ტურისტების თავშეყრის ადგილია. მაშინ, როდესაც ქვეითთა გვირაბებში ე.წ. “Street Art” იქმნება, ევროინტეგრაციისკენ მიმართული ქვეყნის რიგით მეორე ქალაქში, მიწისქვეშა გვირაბები მოწესრიგებას ითხოვს.

აქამდე თუ ქვეითთა უსაფრთხოებას მათი მაგისტრალიდან იზოლირება წარმოადგენდა, ამჯერად მთავარი საზრუნავი “სპორტსმენის ფილტვების” ქონაა, რაც ე.წ. “შავ ხვრელთან” ჩავლისას, სუნთქვის დიდი ხნით შესაკავებლად აუცილებლად საჭიროა.

"კარგია, რომ გვირაბის ორივე მხარეს აფთიაქებია განთავსებული, აქ გავლისას მკურნალობა აუცილებელი საჭიროებაა. თუ ამ ანტისანიტარიის ბუდეს ბოლოს არ მოუღებენ, კარგი იქნება, რომ მოსახლეობა რაიმე დეტოქსიკაციური საშუალებებით მოგვამარაგონ," - ამბობს ქუთაისის მკვიდრი სალი საკანდელიძე.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიას გვირაბის გაწმენდისთვის უკვე რამდენჯერმე მიმართა, მათგან ადრე დახმარებაც მიიღეს, თუმცა გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ ობიექტი მაინც ანტისანიტარიულია.

ქუთაისში ქვეითთათვის 2 მიწისქვეშა გადასასვლელი არსებობს, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული გვირაბი ფუნქციონირებს, რომელიც ამავდროულდ სავაჭრო ფუნქციასაც ითავსებს.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებით მიზნით ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. მუშაობის შედეგის პრეზენტაციას კი მერია მოგვიანებით გეგმავს.

ნიკოლოზ ბოლქვაძე


ნანახია: 1890-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ სამოქაალქო აქტივისტი აკაკი საღინაძე წერს. მოხატვამდე მოხალისეებმა მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავეს.
ნაგავი, ფეკალური მასები, სუნი და ქუჩური გარჩევები _ აი, ეს ხდება ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში.

ამინდი