Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

1-ელ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის აღება მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას უფასოდ შეეძლება

თარიღი : 3-03-2018, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირადობის მოწმობის აღება 1-ელ ნოემბრამდე უფასოდ შეეძლება. როგორც იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული აქცია 1-ელ მარტს დაიწყო.

აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებენ ის პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი აქტიური დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი) არ გააჩნიათ; არასდროს ჰქონიათ აღებული მოქალაქის დოკუმენტები; პირებს, რომელთაც 1-ელ მარტამდე ნებისმიერი მიზეზით გაუუქმდათ ყველა დოკუმენტი.

აქციით სარგებლობა შესაძლებელია ასევე იმ შემთხვევაში, თუ პირი მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ამის საფუძველზე გაუქმებული აქვს პირადობის მოწმობა და იდენტიფიცირებად მისამართზე გადის
რეგისტრაციას.

აქციით სარგებლობა შეუძლია ასევე იმ 17 წლის პირებსაც, რომელთაც 18 წელი 2018 წლის 1 ნოემბრისთვის უსრულდებათ.

აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში ფოტოს გადაღებაც უფასოდ იქნება შესაძლებელი. ამასთან, აღნიშნული აქცია მხოლოდ პირადობის მოწმობას შეეხება და პასპორტის აღება ჩვეულებრივი სტანდარტული ფასი ეღირება.


ნანახია: 1662-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებისათვის საქართველოს მოქალაქეები
იუსტიციის მინისტრის ინიციატივა-პირადობის მოწმობები უფასოდ.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები ახალ პირადობის მოწმებს იუსტიციის სახლებში უფასოდ აიღებენ.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვის ან დაზიანების გამო, მოქალაქეებს დოკუმენტის დაზღვევის შემთხვევაში, საბუთების
დოკუმენტების დაზღვევის პროექტის ფარგლებში (რომელიც 2015 წლის 23 დეკემბრიდან დაიწყო), უკვე მიღებულია 2401 განაცხადი.

ამინდი