Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, სკვერში კაფის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობამ აქცია გამართა

თარიღი : 20-02-2018, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჭავჭავაძის 46 ნომერ კორპუსში მცხოვრებლები ბინასთან არსებულ სკვერში მინის კონსტრუქციის მშენებლობას და ნახევარსაუკუნოვანი ნაძვის ხეების მოჭრას აპროტესტებენ.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიამ გასულ წელს გასცა, თუმცა პროტესტის გამო შეჩერდა და გუშინ საღამოდან ისევ განახლდა.

მათივე განცხადებით, გახანგრძლივებულ ნებართვას ვადა გაუვიდა, მაგრამ ადგილზე სამუშაოები განახლდა და მოხდა საძირკვლის მოწყობა.

ჭავჭავაძეზე მცხოვრებლები მერიას მოუწოდებენ შეაჩერონ ნებართვა, რომელსაც მრავალწლოვანი ხეები ეწირება.

ადგილობრივების პროტესტს "ნაცოინალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი საქართველოს" წევრებიც შეურთდნენ და აღნიშნულთან დაკავშირებით მერიას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდეს.

ადგილზე შპს "იმერეთის" მფლობელები, მსუბუქი კონსტრუქციის შენობას აგებენ, სადაც სავარაუდოდ, კაფე მოეწყობა.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განმარტებით, კომპანიას ნებართვა არ გაუგრძელდება და ქალაქის მერის გადაწყვეტილებით სკვერი თავდაპირველ მდგომარეობაში უნდა დაბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შ.პ.ს. "იმერეთი" დაჯარიმდება.


ნანახია: 1252-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე 'ნაციონალური მოძრაობის' წევრები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი
'გაუქმდეს სკვერში მშენებლობის ნებართვა' და 'კეთილმოეწყოს სკვერი,'–ეს არის დაგეგმილი აქციის მთავარი მესიჯები.
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობას აპროტესტებენ.
ქუთაისში აქცია-პერფომანსი გაიმართა, სადაც სკვერებისა და რეკრეაციული ზონების მშენებლობის ადგილად გამოყენება გააპროტესტეს.
ქუთაისში, ჭავჭავაძის N46-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობამ ქუთაისის საკრებულოს 'ნაციონალ' დეპუტატ გია უკლებასთან
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია და მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის.

ამინდი