Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თუ ჩვენ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ჭიღვარიასაც ძველი მერის გზას გავუყენებთ,'- ქუთაისის მერს ქალაქის საბჭოთა სიმბოლიკისგან გათავისუფლებას სთხოვენ

თარიღი : 7-02-2018, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საბჭოთა დასახელების ქუჩებისათვის სახელების გადარქმევისა და კიკვიძის ძეგლის აღების მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის ახალ ხელისუფლებას მიმართავს. ორგანიზაციის წევრებმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ბრიფინგი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გამართეს.

მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე თვლის, რომ მათი მოთხოვნის შესრულება გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე, საქართველოს მხრიდან ევროატლანტიკური კურსის დაფიქსირების კარგი მაგალითი იქნება.

„შოთა მურღულიას მერობის დროს „ევროპა ჩვენი სახლია“-მ არაერთხელ მიმართა მერიას კიკვიძის ძეგლის აღებისა და რუსული დასახელების ქუჩებისათვის სახელების გადარქმევის მოთხოვნით, თუმცა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდათ. ერთ-ერთ მიზეზად უსახსრობას ასახეელბდნენ. ამჟამად მერიის ახალ ადმინისტრაციას მივმართავთ და თუ მათი მხრიდანაც უარი იქნება, ჭიღვარიაასაც ძველი მერის გზას გავუყენებთ,“ - ამბობს ირაკლი ჩოგოვაძე.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


ნანახია: 2525-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია' პრორუსული პროპაგანდის აღმოფხვრის მიზნით, ქუთაისში, რუსული დასახელების
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღუსრულებლობაზე
ორგანიზაციაში თვლიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში არსებული ქუჩებისა და სკვერების სახელწოდებების შეცვლაზე უნდა იზრუნოს.
'ევროპა ჩვენი სახლია' ქუთაისში 9 აპრილის მემორიალისათვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
'ევროპა ჩვენი სახლია'-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ოკუპაცია
ქუთაისში, წითელი არმიის სარდლის, ვასილ კიკვიძის ძეგლის ჩამოღების საკითხი კვლავ აქტუალურია.

ამინდი