Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ათეულობით წლის განმავლობაში ფეკალური მასები მდინარე წყალტუბოში ჩადიოდა,'- წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა შენდება

თარიღი : 6-02-2018, 14:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ხორციელდება. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები და რეზერვუარების მოწყობა მიმდინარეობს, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეკოლოგიური გარემო და წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდ ნაგებობას.

მშენებლობის პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

პროექტის განხორციელება მრავალწლიან პრობლემას სრულად აღმოფხვრის. ათეულობით წლის განმავლობაში ფეკალური მასები მდინარე წყალტუბოში ჩადიოდა.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 778 378 ლარით არის დაფინანსებული. დონორი კი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოა ( SIDA). მშენებლობის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება.


ნანახია: 1546-ჯერ

მსგავსი სიახლეები
3 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ასევე, სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2016-2020 წლებში ქუთაისის წყალარინების სისტემის, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის

ამინდი