Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახელმწიფო 7 971 600 ლარს გამოყოფს ცუცხვათის ციხის ნანგრევებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის

თარიღი : 21-01-2018, 23:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან მისვლა რეაბილიტირებული გზით იქნება შეასძლებელი. ორპირი - ცუცხვათი - მღვიმეს 10.5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ახალი გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

ორპირი–ცუცხვათი–მღვიმეს მონაკვეთი განლაგებულია იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გადის შემდეგ სოფლებს: ორპირი, კოკა, ოხომირა და ცუცხვათი. სარეაბილიტაციო გზა იწყება ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-9 კილომეტრზე მდებარე გადასახვევიდან და სრულდება სოფელ ცუცხვათთან. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ განხორციელებულა და გზა თითქმის სრულად ამორტიზებული იყო.

არსებული პრობლემების მოსაგვარებლად განხორციელდა გზის სრული რეაბილიტაცია. დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი. მოეწყო გვერდულები, გაბიონის საყრდენი კედლები, საგზაო ნიშნები, ავტოპავილიონები, ფოლადის ბაგირები, პარაპეტები, ჩატარდა მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების სამუშაოები. რეაბილიტირდა არსებული სახიდე გადასასვლელი.

აღნიშნული მონაკვეთით მივდივართ, ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისთან, რაც ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

არსებული მღვიმეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სარეაბილიტაციო გზის ბოლო 274 გრძივი მეტრის ნაცვლად, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი გრანიტის ძელურებით (ე.წ „ბრუშატკა“) და ავტომანქანების სადგომი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 971 600 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და ყაზახურმა კომპანია BI Gროუპ-მა ცოტა ხნის წინ დაასრულა. პროექტის ფარგლებში 270 ადამიანი დასაქმდა.


ნანახია: 1506-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული მონაკვეთით მივდივართ, ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისთან,
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და სოფელ საიმედოს ტერიტორიაზე
გზა მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს რეგიონულის განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ იმერეთის გუბერნიის
რეაბილიტირებული გზა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

ამინდი