Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2018 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადი დაწესდება

თარიღი : 13-12-2017, 11:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა 2018 წლიდან დაიწყება. გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება. ამის შესახებ bpn.ge-ს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს.

„2017 წლის შემოსავლების მიხედვით ქონების დეკლარირება 2018 წლის პირველ ნოემბრამდე მოხდება. შესაბამისად, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სწორედ 2018 წლიდან მოუწევთ,“ - აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განამავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.


ნანახია: 2477-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის
საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი უკვე ოქტომბერში ამოქმედდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხუციშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მთავრობის მიერ ინიცირებული
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2014 წელს ქალაქის კუთვნილი ქონების რეალიზაციის კუთხით პრობლემას ვერ ხედავენ. ქალაქის 2014
ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა.

ამინდი