Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'წვიმის დროს სანიაღვრე ქსელი წყლით ივსებოდა და ქუჩები იტბორებოდა,'-ქუთაისში სანიაღვრე ქსელს წმენდენ

თარიღი : 10-12-2017, 17:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ტყიბულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის გაწმენდა მიმდინარეობს. აღნიშნული ადგილი წლების განმავლობაში პრობლემური იყო რამდენიმე ქუჩის მოსახლეობისთვის. წვიმის დროს სანიაღვრე ქსელი წყლით ივსებოდა და ქუჩები იტბორებოდა, რაც თავდადებულის, განათლების და თომაშვილის ქუჩის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას დავალებით, დღეს ადგილზე მძიმე ტექნიკა შევიდა და ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. ქალაქის მერი აღნიშნულ სამუშაოს ადგილზე აკონტროლებდა.

"ამ პრობლემის შესახებ მოსახლეობა ხშირად მოგვმართავდა წინასაარჩევნო პერიოდში. მე მათ დავპირდი, რომ პრობლემას მალევე მოვაგვარებდით. ამ წუთებში ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და სანიაღვრე ქსელი იწმინდება. სამუშაოს დასრულების შემდეგ, უხვი ნალექის გამო ქუჩები აღარ დაიტბორება და პრობლემაც მოგვარდება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 1343-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'სპეციალური სერვისები' ქუთაისში სხვადასხვა სახის სამუშაოს ასრულებს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.
ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა.
სამუშაოების ფარგლებში ძველი, ამორტიზირებული მილები შეიცვალა ახალი გოფრირებული მილებით, ხოლო სპეც.ტექნიკისა და ცოცხალი მუშა–

ამინდი