Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ახალი მერი მერიაში რეორგანიზაციას აანონსებს

თარიღი : 29-11-2017, 11:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. მერს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში უკვე ყოფილი მერი შოთა მურღულია დახვდა.

”პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შოთა მურღულიასა და მის გუნდს გაწეული სამსახურისთვის," - განაცხადა ჭიღვარიამ. ახალი მერი მერიაში რეორგანიზაციას აანონსებს.

"რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად მოვედი. იქნება რეორგანიზაცია. მართალია, მერია კარგად მუშაობდა, მაგრამ ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო მეტად იყოს მორგებული საზოგადოებაზე და ემსახურებოდეს ჩვენს ხალხს,"-განაცხადა ჭიღვარიამ.

მისივე თქმთ, რამდენიმე დღეში კონკურსი გამოცხადდება სამსახურების უფროსების თანამდბობებზე, ასევე მოხდება თანამშრომლების რეორგანიზაცია. ახალი ვიცე-მერების ვინაობა კი საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

იზაბელ მოდებაძე


ნანახია: 2236-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია მერის უფლებამოსილების შესრულებას 29 ნოემბრიდან შეუდგება.
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება, თუმცა მერი ირწმუნება, რომ რეორგანიზაციის
მურღულიას თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტა იქნება. რაც შეეხება მერიაში დაგეგმილ რეორგანიზაციას,
ქუთაისის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია ქალაქის საკრებულოს სხდომას არ ესწრება. სხდომაზე გამოუცხადებლობისათვის მერი ოპოზიციამ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

ამინდი