Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრემიერის ბრიფინგი სამთავრობო ცვლილებებზე - ოფიციალურად, ვინ ტოვებს მინისტრის პოსტს და ვინ მოდის სამთავრობო გუნდში

თარიღი : 13-11-2017, 12:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ბრიფინგი გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებზე, რომელზეც გუნდი დიდი ხანია მუშაობდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება. კერძოდ:

ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას. ქუმსიშვილი დაიკავებს პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს.

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შს მინისტრად ინიშნება. პრემიერის თქმით, ის ამ თანამდებობაზე მენეჯერული გამოცდილებით შეირჩა და დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტსაც.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდება. აღნიშნული სამსახური პრემიერს დაექვემდებარება.

ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც აღნიშნულ პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილს შეცვლის. "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი ბახტაძე 35 წლისაა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტის სამინისტროს კომპონენტი და მინისტრად ჯეჯელავას ნაცვლად ინიშნება თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი. ჩხენკელი პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტია, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უქმდება. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტრის სპორტის კომპონენტი კულტურის სამინისტროს შეუერთდება, ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი კი - განათლებას. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კვლავ მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.

სოფლის მეურნობის სამინისტროს უერთდება გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის კომპონენტი და კვირიკაშვილის განცხადებით, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხელ ჯანელიძე დაიკავებს.

ipn.ge


ნანახია: 1837-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები, სავარაუდოდ, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას
საგანგებო სიტუაციების სამსახურები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.
პრემიერ-მინისტრმა მოისმინა გუბერნატორების მოსაზრებები და წინადადებები სამომავლო გეგმების შესახებ, სამუშაო ფორმატთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაუდგა სათავეში. კაბინეტის ერთადერთი ახალი წევრი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე
იმერეთის გუბერნატორი თანამდებობას თებერვალში დატოვებს და თავდაცვის სამინისტროს ჩაიბარებს

ამინდი