Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერმა თანამდებობა შეინარჩუნა

თარიღი : 23-08-2013, 06:53 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები იმპიჩმენტს ვერ გამოუცხადებენ. მერის იმპიჩმენტი კოპალიანის შვებულებაში გასვლამ გადადო. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქუთაისის მერის თანამდებობიდან გაშვების საკითხის დასმას დეპუტატები საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტების“ ინიციატივით გეგმავდნენ. იმპიჩმენტის მიზეზად კი დეპუტატები მერის არადამაკმაყოფილებელ მუშაობას ასახელებდნენ. საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტების“ ხელმძღვანელის კახა ნემსიწვერიძის თქმით, „პატრიოტები“ მერის პიროვნებას არ ებრძვიან და პრეტენზიები მის მუშაობასთან დაკავშირებით აქვთ. „მერს არ ეყო პროფესიონალიზმი, გამბედაობა. ის შეიძლება სხვა თანამდებობას გამოადგეს, მაგრამ ამ თანამდებობაზე ვერ ივარგა. მერიაში იყო სრული ქაოსი, არ სრულდებოდა ბიუჯეტი, დროულად არ გამოდიოდა კორესპონდენციები, რის გამოც განაწყენებულ იიყვნენ როგორც მოქალაქეები, ისე სამსახურები. ჩვენ რამდენჯერმე მივეცით დავალება ქალაქის მერს, რომ ყოველკვირეულად დაენიშნა თათბირი ბიუჯეტის არ შესრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენც დავესწრებოდით. ფაქტია, მერი ვერ ერგებოდა ამ სიტუაციას,“ - ამბობს კახა ნემსიწვერიძე. ცნობისთვის, ქუთაისის მერი თანამდებობა მიმდინარე წლის 5 ივნისს დაინიშნა. ამ დროისათვის კოპალიანი 11 სექტემბრამდე შვებულებაში იმყოფება.


ნანახია: 2936-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ნემსიწვერიძემ ტოპნიუსთან საუბრისას განაცხადა, მერის მიერ თანამდებობის დატოვება მოსალოდნელი იყო.
“ჩვენ მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს იმოქმედოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე კი სხდომაზე ამ საკითხს დააყენებს,”–
ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გასვლას
ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გასვლას
ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის მხარდასაჭერად ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მრავალშვილიანი დედები შეიკრიბნენ.
როგორც საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ განაცხადა, დღეს, ქუთაისში რაც ხდება, კოალიციის

ამინდი