Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობისთვის ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

თარიღი : 6-10-2017, 10:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლექსო თორაძისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით საზეიმოდ დაიხურა „სიცოცხლის ფესტივალი“, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა უდირიჟორა.

კონცერტი საქველმოქმედო იყო და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულიად გადაერიცხება „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას.
ფონდი უკვე მეხუთე წელია ჩართულია ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ასამაღლებლად საერთაშორისო მოძრაობაში.

2017 წლის "სიცოცხლის ფესტივალი" სრულად ეძღვნება სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას. ფონდის მიზანია, კავკასიაში პირველად შეიქმნას სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების სარეაბილიტაციო ცენტრი.

სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვის შვიდწლიანმა გამოცდილებამ აშკარა გახადა სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობის აუცილებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება რეაბილიტაციის სრული კურსი ჩაუტარდეთ ბავშვებს.


ნანახია: 1469-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ბერი ანდრიას სახელობის ფონდის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა.
პირველად ქუთაისელი მაყურებლის წინაშე ზვიად ბოლქვაძე წარსდგება მეგობრებთან ერთად. კონცერტი საქველმოქმედოა.
აღნიშნული მიზნით ტყიბულის თეატრი საქველმოქმედო კონცერტს მართავს.
საქველმოქმედო კონცერტში ბაღის აღსაზრდელები და ქალაქში არსებული სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ამინდი