Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სპეციალურ სერვისებში' ქვეწარმავლებთან ბრძოლაში დახმარების მიზნით 300 შეტყობინება შევიდა

თარიღი : 25-08-2017, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებში" მავნე მწერებთან ბრძოლის მიზნით, მოსახლეობის მხრიდან შესული ზარების რაოდენობა გაიზარდა. გასულ წელს ორგანიზაციის თანამშრომლები 130 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. მიმდინარე წელს კი 15 აგვისტოს მონაცემებით, კომპანიაში 300 შეტყობინებაა შესული.

"როდესაც ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსზე ადის, ქვეწარმავლები და მღრღნელები აქტიურდებიან. ჩვენც ვიწყებთ შეწამლვით სამუშაოებს. მოსახლეობამ იცის ტელეფონი, რომელზეც უნდა დარეკოს. ჩვენი ჯგუფიც სამუშაო საათებში საკმაოდ ოპერატიულად გადის ადგილზე და ასრულებს სამუშაოს. საკმაოდ ძვირადღირებულია პრეპარატი, რომლითაც ტერიტორიის შეწამლვა ხდება. მოსახლეობაც აქტიურად რეკავს. ქალაქის თითქმის ყველა უბნიდან შემოდის ზარები," - ამბობს "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელი გელა გაგუა.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ქვეწარმავლებთან და მღრღნელებთან ბრძოლის პროგრამა სექტემბრის 20 რიცხვამდე გაგრძელდება.


ნანახია: 1883-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მედიატორი' 'სპეციალური სერვისების' მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ ქვეწარმავლებს ავტოფარეხებთან და სადარბაზოებში პოულობენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია 'მედიატორი'-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას ა(ა)იპ 'სპეციალურ სერვისებში' სპეციალური განცხადებით
ა(ა)იპ 'სპეციალურ სერვისებში' დვალიშვილის აღნიშნულ განცხადებას პასუხობენ.

ამინდი