Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მოსწავლეები ქალაქის მერიის ხარჯებით ურეკში გაემგზავრნენ

თარიღი : 25-08-2017, 13:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის განათლების განყოფილების ორგანიზებით, დაბა ურეკში შემეცნებით ბანაკ "მცირე აკადემიას" მონაწილეები გაემგზავრნენ.

ბანაკი 25 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით მოეწყობა. ბანაკის წევრები საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები არიან. ოლიმპიადის ტურები მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, გეოგრაფიასა და ინფორმატიკაში ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #41 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ქუთაისში არსებული სკოლების ყველა მოსწავლისათვის ჩაატარეს.

ოლიმპიადაში გამარჯვებულებს დაბა ურეკში 10 დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ სპეციალური გაკვეთილები, რომელიც დაეხმარებათ მონაწილეობა მიიღონ უკვე საერთაშორისო ოლიმპიადებში. ბანაკი „მცირე აკადემია“ 3 წელია სრულად ფინანსდება ქუთაისის მერიის მიერ.


ნანახია: 1394-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერი წარმატებულ მოსწავლეებს მხარდაჭერას მომავალშიც დაჰპირდა.
მოზარდები ზაფხულის სეზონზე ურეკში ხუთ ნაკადად დაისვენებენ.
გაერთიანების ხელმძღვანელის ნინო უჩაძის განცხადებით, დაბა ურეკში სპორტულ-გამაჯანსაღებელ შეკრებაში სულ ხუთი ნაკადი მიიღებს
ბანაკში პირველი ნაკადი 70 მოსწავლის შემადგენლობით წავიდა. 

ამინდი