Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გაუპატიურების კი არ მეშინია, კბენის მეშინია,'- გოგი წულაია ქუთაისში მაწანწალა ძაღლების მომრავლებას აპროტესტებს

თარიღი : 18-08-2017, 13:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისში მაწანწალა ძაღლების მომრავლებას აპროტესტებს. აღნიშნულ თემაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ქალაქში, პუშკინის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა. წულაიას თქმით, მაწანწალა ძაღლები დღისით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოდიან და მოქალაქეებს აშინებენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებას მაწანწალა ძაღლების ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანისა და გამოკვებისაკენ მოუწოდებს.

"როდესაც მაწანწალა ძაღლებზე გავაკეთე განცხადებები, დამამშვიდეს, კასტრაცია გავუკეთეთო. მე გაუპატიურების კი არ მეშინია, კბენის მეშინია. დღისით, მზისით ძაღლები გამოდიან ცენტრალურ ნაწილში და მოქალაქეებს აშინებენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თვითონ დაიკლონ ჭამა-სმა და ძაღლები გამოკვებონ, რომ მშიერმა და გამწარებულმა ძაღლებმა მოქალაქეები არ დაკბინონ,"-ამბობს წულაია.

განცხადებას ა(ა)იპ „სპეციალურ სერვისებში“ უპასუხეს. ქუთაისში არსებულ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქუთაისის ტერიტორიაზე დაახლოებით 2 000-მდე მაწანწალა ძაღლია, რომელთა სრულად მოვლა-პატრონობის თანხები ადგილობრივ ბიუჯეტს არ გააჩნია. „სპეციალური სერვისების“ ხელმძღვანელი გელა გაგუა განმარტავს, რომ ორგანიზაციას მაწანწალა ძაღლები თავშესაფარში მიჰყავს, ათი დღის განმავლობაში აკვირდებიან, უტარდებათ კასტრაცია, ხოლო ამის შემდეგ საზოგაოდებისათვის უსაფრთხო ძაღლებს კვლავ ქუჩაში უშვებენ, ხოლო აგრესიულ ძაღლებს თავშესაფარში იტოვებენ.


ნანახია: 2807-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში მოქალაქეები აცხადებენ, რომ პატრონის გარეშე დარჩენილ ძაღლებს მუნიციპალიტეტის
როგორც Topnews.com.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ განუცხადა, მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა ქუჩიდან
მუნიციპალიტეტის მერის, ვალერია ფოცხვერიას თქმით, ძაღლებს კასტრაცია-სტერილიზაცია გაუკეთდება, შემდე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას
რამდენად დგას ქუთაისში მაწანწალა ძაღლების პრობლემა და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, რაში ხედავთ გამოსავალს?- აღნიშნული

ამინდი