Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის თანამშრომლების უკმაყოფილება საყოველთაო პრემიების გაუქმების გამო

თარიღი : 27-07-2017, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის თანამშრომლები ქალაქის მერიაში საყოველთაო პრემიების ტრადიციის გაუქმების გამო უკმაყოფილებას გამოითქვამენ.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში მერიის თანამშრომლები აცხადებენ, მიმდინარე წელს საყოველთაო პრემია არ გაცემულა, ხოლო პრემია ვინც აიღო, მას მიზერული თანხა შეხვდა.

„ხუთჯერ და ექვსჯერ გაიცემოდა პრემია ქუთაისის მერიაში. ახლა კი წესი შეცვალეს. იძახიან დამსახურების მიხედვით უნდა იყოსო და ვისაც დამსახურებით აძლევენ, ისიც მცირე თანხას იღებს. ყველას გონია, რომ ვინც მერიაში მუშაობს, პრემიებით უზრუნველყოფილია, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. დღესასწაულებზეც კი არ გაცემულა პრემია, თუნდაც მიზერული,“ - ამბობენ მერიაში დასაქმებულები სააგენტოსთან საუბარში.

საყოველთაო პრემიების ტრადიციის გაუქმებასა და თანამშრომელთა ნაწილის უკმაყოფილების მიზეზებზე ახალი ამბების სააგენტო მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ

„ქუთაისის მერიაში საყოველთაო პრემიების გაცემის პრაქტიკა გაუქმებულია. მერმა შოთა მურღულიამ არაერთხელ ისაუბრა იმ ახალ მოდელზე, რომელსაც პრემიის დამსახურების მიხედვით გაცემა ჰქვია. ის სამსახურები, რომლებიც წლის ბოლოს წარადგენენ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, დამსახურების მიხედვით, გარკვეული პროცენტობით აიღებენ პრემიას. ამგვარი გადაწყვეტილებების შედეგად, ბოლო სამი წლის მანძილზე ქუთაისის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯი მილიონნახევრით შემცირდა“.


ნანახია: 2518-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემის საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
ქუთაისის მერიაში პრემიების გაცემის ახალი მოდელის პრეზენტაცია ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ თანამშრომლებზე პრემიები არ გაიცემა.
პრემიების გაცემის პრაქტიკა ერთი წლის წინ გააუქმა ქუთაისის საკრებულომ.
2016 წელს ქუთაისის მერიაში პრემიის სახით 450 455, ხოლო დანამატის სახით 195 541 ლარი გაიცა. ფინანსური წახალისების მეთოდი

ამინდი